საზღვაო გადაზიდვები

ტვირთის ტრანსპორტირება სტანდარტული, სპეციალიზებული და არაგაბარიტული ტვირთებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით მსოფილოს ყველა მთავარი პორტიდან მიმღების საწყობამდე ბათუმის და ფოთის პორტების გავლით და პირიქით.

ასევე, ნაკრები ტვირთები: ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან ინდონეზიიდან და იაპონიიდან. სტანდარტულ ტვირთებთან ერთად ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საპროექტო ტვირთებისთვის გემების დაფრახტვას, ნაყარი ტვირთების და ასევე RO-RO ტვირთების ტრანსპორტირებას

საავიაციო გადაზიდვები


საავიაციო გადაზიდვების ორგანიზება ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთის კარამდე მიტანით და პირიქით. სტანდარტულ ტვირთებთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ ჩარტერულ რეისებს სტანდარტული და სპეციალიზებული ტვირთებისთვის.

ასევე ისეთი ტვირთების ტრანსპორტირება როგორიცაა:

  • სახიფათო ტვირთები
  • ძვირფასი ტვირთები
  • მალფუჭებადი ტვირთები
  • თერმომგრძნობიარე ტვირთები

სარკინიგზო გადაზიდვები


არასტანდარტული და სტანდარტული ტვირთების გადაზიდვა რკინიგზით საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, რუსეთში და უკრაინაში.
სტანდარტული ტვირთების გარდა ვახორციელებთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, გეგმების შემუშავებას, ტვირთის გადატვირთვას და დამაგრებას ვაგონებში. დამკვეთს მიეწოდება ინფორმაცია ტვირთის შესახებ მთელი მარშრუტის განმავლობაში.

საავტომობილო გადაზიდვები


საავტომობილო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით:

  • FTL - ავტომობილის სრული დატვირთვა. ნებისმიერი, მათ შორის სახიფათო, ძვირფასი, მალფუჭებადი და თერმომგრძნობიარე ტვირთების გადაზიდვა ავტომობილის სრული დატვირთვით.
  • LTL - ნაკრები ტვირთებით დატვირთვა. ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა ნაკრები ავტომობილებით მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი საწყობები მდებარეობს ბულგარეთში.
  • არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანებით მსოფლიოს მაშტაბით.

გადაადგილება და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

ჩვენ უზრუნველვყოფთ შეუფერხებელ გადაადგილებას და საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების საკითხებს როგორიცაა: ოფისის, საცხოვრებელი სახლის, თანამშრომლის პირადი ნივთების და კერძო პირების პირადი ნივთების გადაზიდვა როგორც ადგილობრივი ასვე საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენი სერვისი მოიცავს სპეციალური შესაფუთი მასლების გამოყენებას, მარკირებას, პფოფესიონალი შემფუტავების და მტვირთავების მომსახურებას იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი და მაღალი დონის გადაადგილების პროცესი.

შენახვა და დასაწყობება

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტვირთის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან შენახვას და დასაწყობებას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

საპორტო ოპერაციები

ლინქ ლოჯისთიქ თავაზობს თავის დამკვეთებს საპორტო ოპერაციებს როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში ჩვენი თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა სერვისები

  • საბაჟო და სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა
  • ტვირთს დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ალდაგში ხელმისაწვდომ ფასად
  • საბროკერო სერვისი