შპს ლინქ ლოჯისთიქ არის დამოუკიდებელი საექსპედიტორო კომპანია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ოპერირებს გამოცდილი კადრებით ფოთისა და თბილისის ოფისებში. დიდი ხნის გამოცდილი პარტნიორების ქსელი მსოფლიო მასშტაბით გვაძლევს საშუალებას, ჩვენ დამკვეთებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.

გამომდინარე იქედან, რომ ყველა დამკვეთს აქვს განსხვავებული ინტერესი და საჭიროება, ჩვენ ვართ მოქნილები და ადაპტირებულები, რათა გავამართლოთ მათი მოლოდინი და განვახორციელოთ მათი მიზნები.

ძლიერი და დიდი ხნის ბიზნეს ურთიერთობების წარმოება პრიორიტეტია ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ ვუფრთხილდებით ყველა ჩვენი დამკვეთის შეხედულბას და ვთავაზობთ მათ ინდივიდუალურად მორგებულ სერვისს.

ლინქ ლოჯისთიქ არის ერთერთი სწრაფად მზარდი კომპანია საქართველოში, დაკომპლექტებული გამოცდილი და ერთგული თანამშრომლებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან უზრუნველყონ მაღალი ხარისხის სერვისი.

ჩვენი, როგორც ექსპედიტორის პასუხისმგებლობა დაზღვეულია ალდაგში - ერთერთ ლიდერ კომპანიაში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან

  • დროული პასუხი ყველა დამკვეთისგან შემოსულ შეკითხვაზე
  • გამოცდილი კადრი და ხარისხიანი სერვისი
  • საუკეთესო და მოქნილი ფასები
  • ტვირთის მეთვალყურეობა(ჩვენი საიტიდან ან მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტით მიწოდება
  • მოქნილი გადახდის პირობები რეგულარული დამკვეთებისთვის
  • მაღალი კონფიდენციალობა